თეგებით ძიება

"ჩაიჭერით, ბატონო გიორგი, კაცურად და კოლეგიალურად!" - გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს მიმართავს

საზოგადოებტრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მასსა და ექიმ გიორგი ღოღობერიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის უმცროს კოლებას შეცდომაზე მიუთითითებს და იმედოვნებს, რომ ამ მაგალითით ღოღობერიძე გაკვეთილს მიიღებს.

მისივე თქმით, ის გიორგი ღოღობერიძისგან ბოდიშის მოხდას არ მოელის.

"ბატონ ღოღობერიძეს სანამ რეზიდენტი იყო, ვპატიობდი..ბავშვია და არ იცის..მაგრამ , უკვე ექიმი ხარ და მოგეთხოვება სხვანაირად.

თქვენი პროფესიული ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყება. თქვენ ცხოვრებაში გექნებათ ძალიან საინტერესო, ასევე რთული ამბები. როცა იქნებით რთულ ამბებში, ვინ დაგეხმარებათ, იცით? - კოლეგები. მედიცინაში კრიტიკა მოსულა, ვხოცავთ ერთმანეთს.

ჩაიჭერით, ბატონო გიორგი, ძალიან! ჩაიჭერი, ძმაო, კაცურად და კოლეგიალურად. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო გიორგი! იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება თქვენთვის. თქვენგან განსხვავებით, მე ექიმს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, იმიტიმ, რომ კოლეგა არის კოლეგა. კრიტიკა მოსულა - შეურაცხყოფა - არა", - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.#drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა