თეგებით ძიება

სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს, ეს მას ძალიან კარგად ესმის - ჯონდი ბაღათურია

"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თანაგუნდელებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოში სიტუაციის აყირავების შანსი იყო.

„სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი არ აქვს, ეს მას ძალიან კარგად ესმის. არ აქვს პოლიტიკური მომავალი ნორმალურ, ლეგალურ სივრცეში, მას მხოლოდ დესტაბილიზაციის გზით შეუძლია არსებობა ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილი აქაურობას მოწყვეტილი იყო, თანაგუნდელებიც ცდილობდნენ, რომ ფული გამოეძალათ და არწმუნებდნენ, რომ იყო სიტუაციის აყირავების პერსპექტივა. როდესაც ქვეყანაში არ ხარ, მაჯაზე ხელი არ გიდევს, ძნელია პულსი დაიჭირო, თანაც თუ ვინმე გატყუებს, მათ შორის ის ადამიანებიც, ვის ანალიზსაც ეყრდნობი. პირველი მატყუარა, რა თქმა უნდა, გვარამია იქნებოდა. თანაგუნდელები უბრალოდ ფულს აკეთებდნენ“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა