ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზეა - ვლადიმერ პუტინი
ახლო აღმოსავლეთი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბრძოლა, რომელიც ერთი წლის წინ ღაზის სექტორში დაიწყო, ახლა ლიბანში გავრცელდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, კრიზისმა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც იმოქმედა.
„ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირების ხარისხი მკვეთრად გაზრდილია. ეს ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციას წააგავს და მთელ ახლო აღმოსავლეთს სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე აყენებს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.