"სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორია"- თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს აფრთხილებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვერდზე ვრცელდება არასწორი ინფორმაცია სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
"სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Public transport Tbilisi-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.
მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა," - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.