თეგებით ძიება

"ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაზე " - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველსო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშივლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა.

"მინდა მივმართო ივანიშვილს. ვერ დაიმალები სხვადასხვა მოვკ,ენების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე თუ ხედავთ ახალი შწეკერჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი ნიუ-იორკიდან ჩამოსული პირადი ექიმი წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან,. პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში! 5 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, ეს პირობებში, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებით... შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოცელდღიურად უარესდება, რამდეჯერმე მქონდა გონების კარგვა. ეს ხდება შენი მითითებით...თუ არ მექნა ადექვატური მკურნალობის საშალება, რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება იმ შედეგით ლეტალურით, როგორითაც დამთავრდება, მაგამ მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც., საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ ეს პროცესები უკვე დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაზე და ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ დასასვენებლად, მოგიწევთ "პარაგრაფის" ჭაობში ცურვა, - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა