თეგებით ძიება

"პუტინი ცხინვალის ანექსიისთვის ემზადება, ხალხმა თუ არ ამოიღო ხმა, გამოსავალი არ იქნება“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა.

"მე მინდა ვთქვა, რომ სიტუაცია არის ძალიან რთული, მე მგონია, რომ ომის საშუალება უკრაინაში პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ემზადება დონეცკისა და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის, ასევე, ემზადება ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის, ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ამას ჩვენი ხელისუფლება წინ არ აღუდგება. ხალხმა თუ არ ამოიღო ხმა, არ იქნება გამოსავალი.

მივმართავ ივანიშვილს, მე ახლა მჭირდება სამედიცინო დახმარება, შემოუშვით ჩემთან ისეთი ექიმები, ვისაც ჩემთვის სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლიათ, ყველა სხვა შემთხვევაში ეს ცუდად დამთავრდება, ამის გარანტიას გაძლევთ.

ხალხი იღვიძებს, ამას არავინ არ შეეგუება, რაც ხდება. ყველგან არის პროტესტი, აქტიურობა, ადამიანთა ერთად ყოფნა. მე საქართველოში დავბრუნდი და ამას შეიძლება ჩემი სიცოცხლე შეეწიროს, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ საქართველო არასოდეს აღარ დაბრუნდება ისეთ მდგომარეობაში, როგორიც იყო შარშანდელ წლამდე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა