თეგებით ძიება

"ჩემი ბრალია, რომ ამათი მოშვება, ამ მატყუარების, ამ ფლიდების და საქართველოს ამ მოზიზღე ადამიამნების დავუშვი" - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქართველსო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშივლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა.

"გუშინ მოვისმინე, გამოვიდა ერთ-ერთი, ერთ-ერთი კი არა, ყველა ერთად დამწკრივდა და თქვეს, რომ ინფლაცია არის სააკაშვილის ბრალი. სააკაშილის ბრალი ყოფილა და დამიმძიმეთ ბრალი, გთხოვთ! გუშინ "ოცნებამ" თქვა, რომ ის, რომ კომუნალური თითქმის ორჯერ გაძირდა, სააკაშვილის ბრალია. მარგარინი რომ 50%-ით გაძირდა ჩემი ბრალი ყოფილა. ჩინივნიკების გაზრდილი ხელფასები ჩემი ბრალია და ხახლს რომ არ გაეზარდა ხელფასები... დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე საქართველოში: ჩემი ბრალია, რომ ამათი მოშვება, ამ მატყუარების, ამ ფლიდების და საქართველოს ამ მოზიზღე ადამიამნების დავუშვი საქართველოში. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია მე ამაში გამამტყუნებს", - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა