თეგებით ძიება

რუსთავი წავართვით, უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ზუგდიდს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მისი პროცესი იმართება.

"ვფიქრობ, იმ ხალხმა, ვინც პესიმისტურად არის განწყობილი, კარგად იციან, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო, პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მათ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა