თეგებით ძიება

ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას, რის შემდეგაც საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ამაზე საუბარი ზედმეტია, ვინაიდან მასთან პირადი ექიმის შეშვებაც ვერ ხერხდება.

„ადამიანი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას და შემდეგ საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, თვენახევარია გასული და მისი პირადი ექიმი არაფრით შეუშვეს. შეშვებაზე პასუხი არის, რომ მოთხოვნა პროცესშია, შეიძლება პროცესში იყოს ასეთი გადაწყვეტილება? ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა