თეგებით ძიება

ფიზიკური ძალადობა მას ადრეც ახასიათებდა, როცა წიხლებით შევარდა ავტობუსის ფანჯარაში - ვოლსკი კირკიტაძეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, პოლიტიკოს დავით კირკიტაძეს ფიზიკური ძალადობა ადრეც ახასიათებდა.

"ფაქტია, რომ ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დანაშაულის, საერთოდ ეს ფიზიკური ძალადობა მას ადრეც ახასიათებდა. სასამართლო გადაწყვეტს ვინ არის დამნაშავე და შეიძლება თუ არა იგივე შეღავათის დაშვება დავით კირკიტაძის მიმართ, როდესაც ეს ადრე იყო დაშვებული. როცა კირკიტაძე აშკარად თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წიხლებით შევარდა ავტობუსის ფანჯარაში“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, პროკურატურამ რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 24 ოქტომბერს რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც ოფისთან მის თანამოაზრეებთან ერთად მივიდა, კამათის შემდეგ, ფიზიკურად უპირისპირდება.

წარდგენილი ბრალდება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დავით კირკიტაძეს, საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა