თეგებით ძიება

სააკაშვილი მოწყვეტილია რეალობას - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, "პოლიტიკური პროცესი სააკაშვილს წარმოუდგენია ისე, რომ რაღაცას ვიღაცას წაართმევ, ხალხი აჯანყდება და მას გამოიყვანს".

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოწყვეტილია რეალობას.

„სააკაშვილის განცხადებებში ახალი არაფერია. პოლიტიკური პროცესი მას წარმოუდგენია ისე, რომ რაღაცას ვიღაცას წაართმევ, ხალხი აჯანყდება და მას გამოიყვანს. ის მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ ამ გამონათქვამებს მე სხვა კუთხით შევაფასებდი. საერთოდ რა მდგომარეობაში ჩააყენა მან პოლიტიკური ასპარეზი, თავისი მოკავშირეები თუ გუნდის წევრები? ფაქტობრივად, მძევლებად აქცია ისინი. საერთოდ შეცვალა მან დღის წესრიგი და საკუთარ მომხრეებშიც სერიოზული ნიჰილიზმი გააჩინა. ჩამოსვლა, რევოლუციის სათავეში ჩადგომა, ამ წინაპირობებს ხედავს იმ პროცესის დასაწყებად, რომ რაც შეიძლება მეტი არეულობა იყოს ქვეყანაში და ​იქნებ როგორმე გამოძვრეს საკნიდან და დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი. ესაა რეალობა - ამის იქით არაფერი არსებობს. თუნდაც მისი ჩამოსვლა და შემოპარვა კიევიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს არაჯანსაღ სიტუაციაზე - როგორც ფსიქოლოგიურად, ისე პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა