თეგებით ძიება

"მათ ვისაც გაწუხებთ პოსტ-კოვიდით გამოწვეული სხვადასხვა დისკომფორტები" - რას წერს თამუნა თანდაშვილი

"Georgian Airways"-ის ყოფილი კომერციული დირექტორი, თამუნა თანდაშვილი, რომელმაც COVID-19 რთულ ფორმებში გადაიტანა, სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებულებს მიმართავს.

"მათ ვისაც გაწუხებთ პოსტ-კოვიდით გამოწვეული სხვადასხვა დისკომფორტები:
ჩემი დაკვირვებით:
1. შფოთვა და დეპრესიული ფონი საერთოა
2. კონცენტრაციის დაკარგვა
3. სისუსტე
4. აპათია
5. უენერგიობა
6. ძილის პრობლემები
7. გლობალურ პრობლემებსე დაგრუზვა
8. შიშები
9. თავის ტკივილები
10. უიმედობა
11. გაღიზიანება
12. თმის ცვენა
და სხვა პრობლემები რაც ადრე გქონდათ, ვერ ერეოდით და შეგიძლიათ დაარქვათ “პოსტკოვიდი”
კლინიკიდან რაც გამოვედი, ღმერთი თავიდან და რწმენა თავიდან ვიპოვე ჩემ თავში და მადლიერების გრძნობა
ყავას ვსვამ დილით დავით ბალიაშვილის ნაჩუქარი ვეჯვუდის ლამაზი წითელი ჭიქით, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები, ეს ჩემი რიტუალია… დილით მხვდებაიაკო ხომერიკის ინსტაგრამში მოწერილი ძაღლების ვიდეო ან ფოტო, “ჯუჯააა ეს შენ ხარ” - ტექსტით, ან მწერს “გაიღვიძე ჯუუუუჯააა”, ცოტა ხანში დედაჩემიც გამოჩნდება, “გამარჯობა თამუნა” ან “დედა როგორ ხარ რო ვიცოდე”, ან “დედა გუშინ გისმინე, რა კარგი თხრობა გაქვს ვისიამოვნე”, ცოტა ხანში ჩემი ახალი კოლეგა და მეგობარი თამარა ჯვახაძე ვოცაფში სასაცილო მესიჯებს მომწერს და დავიგეგმებით რას ვაკეთებთ, სად ვხვდებით რას ვაფუჭებთ ან ვაშენებთ ჯერ არ ვიცით. წინა ღამით თამრიკო სიხარულიძესთან დარეკვა თუ დამავიწყდა, სასწრაფო წესით ვრეკავ თორე მერე დამიცაცხანებს…
ეს სია გრძელია და მერე დეპრესია, შფოთვა, თავის ტკივილი და შიშები მავიწყდება.

ვფიქრობ რომ მთავარია ადამიანებთან არ დისტანცირდე ვინც ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის, შორიდან და ახლოდან, სიტყვით თუ საქმით. გავლენით თუ მხარდაჭერით.

კოვიდი გადისტანცირებს საკუთარ თავთან და არ უნდა ჩარჩე ამ დისტანციაში.
სითბოს და სიყვარულს ალტერნატივა არ აქვს ზრდასრულ ასაკშიც, ისევე როგორც ბავშვობაში…
ეს ჩემი ტომია ", - წერს თანდაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა