თეგებით ძიება

"მე გეტყვით, რატომ გააუქმეს „მწვანე პასპორტები“ - მარი ჯაფარიძე

ჟურნალისტი, მარი ჯაფარიძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებას ეხმაურება და მიზეზსაც განმარტავს:

"მე გეტყვით, რატომ გააუქმეს „მწვანე პასპორტები“.
უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ამ ომიკრონის დროს მარტო იმიტომ იღებდა ტესტს, რომ მწვანე პასპორტი ჰქონოდა. კოვიდის ნაირსახეობა კია ეს ომიკრონი, მაგრამ ჩვეულებრივი გრიპივითაა და მწვანე პასპორტებს კი იღებდნენ, განსაკუთრებით - აუცრელები და ანტივაქსერები.

ჰოდა, რიგებიც ამიტომაა ტესტებზე... ჯერ თქვეს, ტესტი არაა საჭირო, თუ სიმპტომი გაქვთ, იყავით სახლშიო, მაგრამ ქართველებს ეგენი აჯობებენ ჭკუით?

- რას ჰქვია, სახლში ვიყო, მა პასპორტიოოო? - და იდგნენ რიგში
ეს ზედმეტი ხარჯია, ეგ ერთი და მეორეც - აწი ყველა გადაიტანს ამ შტამს და ისედაც ყველა „პასპორტიანი“ იქნებოდა. აღარაა საჭირო, ბატონო, ეს პასპორტები
ახლა ვნახოთ აბა, კიდევ თუ იქნება რიგები
და აუცრელებსა და ანტივაქსერებს ტყუილად გგონიათ, თქვენი დამსახურებაა
ანტივაქსერებო, ტესტის რიგებში დაგინახეთ, პასპორტები გიჩანდათ
გაკოცეთ", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა