თეგებით ძიება

პრემიერის ოჯახზე შეტევით გაირკვა, თუ რაზე და რამდენზე არის წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, პრემიერის ოჯახის ირგვლივ დეზინფორმაციის კამპანიას წერტილი დაესვა.

„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვნახეთ ძალიან ბევრი ცილისწამება და უსაფუძვლო ბრალდებები. საბოლოო ჯამში გაირკვა ერთი, თუ რაზე და რამდენზე არის წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია ფეიკნიუსებისა და სიცრუის ტირაჟირების დროს. მათთვის ხეების მოვლა ნიშნავს ხეების მოჭრას, მათთვის ვალდებულება ნიშნავს, რომ სინამდვილეში თურმე რაღაც საგანგაშო ხდება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ისევ მათ რეალურ სახეს აჩვენებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მთავრობის სტრატკომი ბაკურიანში, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ, ცილისწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებებისა და პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განმარტება, არ წყდება ცრუ, აბსურდული ბრალდებების გავრცელება, რომლის მიზანია პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის დისკრედიტაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა