თეგებით ძიება

"სიტუაცია არაადამიანური მოპყრობის ფარგლებს სცილდება" - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი არაადეკვატურად მიმდინარეობს.

„სიტუაცია არაადამიანური მოპყრობის ფარგლებს სცილდება. 3 თვის განმავლობაში ადამიანი არ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, რაც უკვე მიუთითებს იმაზე, რომ სახეზე გვაქვს მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართული ინვალიდიზაცია. მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, ჩვენ იქ 1 თვეა შესვლის საშუალება არ გვეძლევა, გამობრძანდნენ და გასცენ საზოგადოებას პასუხი ჯანმრთელია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, რა უმკურნალეს და რა იყო შედეგი ამ მკურნალობის. იგი გადის არაადეკვატურ მკურნალობას, კვლავ ეძლევა ფსიქოტროპული პრეპარატი, მე ამას ცალსახა წამებად განვიხილავ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა