თეგებით ძიება

სახელმწიფოს მიწებისა თუ თანხების ჩუქება, გადაცემა თუ მოპარვა ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების თუ თანხების ჩუქება, გადაცემა თუ მოპარვა ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი.

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების თუ თანხების ჩუქება, გადაცემა თუ მოპარვა ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. როდესაც აუქციონი გაიმართა, მასში მიიღო ისეთმა ვინმემ მონაწილეობა, ობიექტური კრიტერიუმების მიუხედავად წააგო ეს აუქციონი? ჩუქებას ამბობენ, იმიტომ რომ სინამდვილეში იჯარაა, ხოლო იჯარაზე ხალხი არ ბრაზდება, რადგან კანონიერია. მიზანიც მოვლა-პატრონობაა, და არა საკუთრება. ამას თუ ვიტყვით ობიექტურად, ამაში აღარაფერი იქნება სასპეკულაციო და ამიტომ ამბობენ ტყუილებს“, - ამბობს მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა