თეგებით ძიება

"მეც ვიღებ ბულინგს და ცემა-ტყეპას, მაგრამ არ ვწუხვარ" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას რჩევებს აძლევს:

"მოკლედ მეგობრებო, ვინც ჩემ კედელზე ხშირად ხართ, იცით, არავის პირადი ფოტო ან სახელი არასდროს გამომიდია იმისთვის, რომ ადამიანს საყოველთაო დაცინვა, ბულინგი და ჯოჯოხეთი განეცადა. ეს კი არა, კომენტარების ჩატში რომ ვინმე ჩხუბობს, მაქსიმალურად ვცდილობ განმუხტვას. ზოგჯერ ფრენდის ნააზრევი რომ მომწონებია და გამიზიარებია, მის მიმართ კომენტარებში თუ ვერ ვმართავ აგრესიას, აუცილებლად ვშლი პოსტს. მირჩევნია შეველიო სტატუსს, ვიდრე ჩემ კედელზე ფეხქვეშ თელონ ვინმე. მიუხედავად ამისა, გადაცდომა მეც ხშირად მომდის ჩემი ხასიათის ფარგლებში. ხან მხიარულების ჭარბი დოზა მაშვებინებს შეცდომას, როგორც ნიკო მეტყოდა, "ვერ ვღადაობ" საკმარისად წარმატებით ყოველთვის, ხან საკუთარი ფიქრის, რის გამოც სტატუსი დაიწერა, არასაკმარისი განმარტება, რომელიც სხვა განწყობის შექმნას ისახავდა მიზნად, ან სხვა აზრის გამოხატვას და სხვა რამ გამოდის, რადგან სადღაც კონტექსტი ვერ დავაზუსტე, რის პასუხადაც, ცხადია მეც ვიღებ ბულინგს და ცემა-ტყეპას, მაგრამ არ ვწუხვარ, რადგან შეცდომაზე, რათქმაუნდა, უნდა მოგხვდეს, სამართლიანია. არც მაშინ ვწუხვარ, როცა სრულიად დაუმსახურებლად ვიღებ ცემა-ტყეპას, რადგან სამართლიანი თუ უსამართლო, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ბულერი, მჩაგვრელი, მაწყევარი და მაგინებელი, აგრესორია ცუდი ტიპი და არა მსხვერპლი. ხოდა გავატავტოლოგიურებ სტატუსის დასკვნით ნაწილს: როცა ვიმსახურებ, ძალიანაც კარგიმეთქი, ვამბობ, როცა არ ვიმსახურებ, აიდარდიმეთქი. ხოდა ასე გირჩევთ შეხვდეთ ყოველგვარ ბულინგს. გაიმსხვერპლეთ? - დამნაშავე მოძალადეა, თქვენ არა. უნებლიედ მოძალადედ იქეცით? - დაუწერეთ ცუდი ქულა საკუთარ თავს და მიირთვით ბულინგი, მშვენივრად მივირთმევ და ვინელებ, თუ ვიცი, რომ რამე შემეშალა. ხოდა შაბათ შალომ და ბედნიერი თებერვალი ყველას", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა