თეგებით ძიება

ასეთი დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ მათი დიდი შეცდომაა, ბოლოს და ბოლოს არის ყოფილი პრეზიდენტი - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც სამოქალაქო პროტესტი მიმდნარეობს. მან ჟურნალისტებთან მიხელ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.


"ასეთი დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ მათი დიდი შეცდომაა. ბოლოს და ბოლოს არის ყოფილი პრეზიდენტი და დღეს ძალიან ბევრი ქვეყნის ყურადღება არის აქეთ. მარტო მკურნალობაზე არ არის ლაპარაკი, ფაქტობრივად, გამოკვლევაც არ ჩატარებია. ყველაზე კარგი დამოკიდებულება შედარებით იყო პირველად გორში რომ აღმოჩნდა, სადაც უშვებდნენ ექიმს. იქ იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც დაჭირდა ჩარევა და აღმოუჩინეს დახმარება. ეს მდგომარეობა, რომელიც გორის შემდეგ დაიწყო, ყველასთვის გაუგებარია. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ასე არიან ჩართული”, – თქვა გიული ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა