თეგებით ძიება

"რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს" - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს.

“საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის. საქართველო უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი“,- აღნიშნავს კელი დეგნანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა