თეგებით ძიება

გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით, ერთი თვით ადრე, მართლა რომ გამოყო მილიონი ლარი, ვერ გააკეთებ - ნიკა მელია(ვიდეო)

"ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ", - აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

"გლდანში როგორ მოვიგებდი, ორი თვით ადრე, ერთი თვით ადრე რა ვიცი, მართლა რომ გამოყო მილონი ლარი, ვერ გააკეთებ. ძირითადი „ვალაკიტა“ და ძირითადი პრობლემები, როგორიც არის კომისია, წარმომადგენლები, ეს-ის, უფრო ადრე უნდა დაალაგო და არჩევნებში რომ შედიხარ, ეს 4-5 თვე უკვე სხვა რაღაცისთვის გჭირდება, რომ რეალურად ბრძოლაში ჩაება და ბევრად ადრე, 95% სანამ დაიწყებ ერთ თვიანს, ყველაფერი გაკეთებული უნდა გქონდეს და შენ უკვე როგორც პარტიის თავმჯდომარე უნდა გეგმავდე რაღაცეებს. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ“ - განაცხადა ნიკა მელიამ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა