თეგებით ძიება

კელი დეგნანი - ვაკვირდებით, თუ რამდენადაა საქართველო მზად, შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის. მან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს

ვაკვირდებით, თუ რამდენად არის საქართველო მზად, ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის. საქართველომ ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტთან, ია მეურმიშვილთან საუბარში განაცხადა.

"ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ და ვაფასებთ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო და წვლილს, კონკრეტულ წვლილს, რომელიც საქართველომ შეიტანა სამხედრო ოპერაციებში, რომლებშიც ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ.

სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა. როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად, ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს", - აცხადებს დიპლომატი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა