თეგებით ძიება

"ეს ამბავი ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ჰგავს" - ლევან ხაბეიშვილი მელიას ფარულ ჩანაწერებზე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მისი თანაგუნდელის ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

"ეს ამბავი ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ჰგავს. ნიკა მელია იმ პოზიციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მხარს არ უჭერდა, გულისხმობდა შემდეგს, მან იცოდა რა ეცოდებოდა სააკაშვილს, ვგულისხმობ მის დაკავებას, ჯანმრთელობის ხელყოფას, რაც პრინციპში სააკაშვილმაც იცოდა და ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. მას ევროპელი დიპლომატები აფრთხილებდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში რეჟიმი, რა თქმა უნდა, ეცდებოდა მის დაკავებას. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არანაირი გულისწყრომა არ ექნება და დიდი ალბათობით არც დაინტერესდებოდა ამ სისულელის გამოქვეყნების შემდეგ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა