თეგებით ძიება

"აუცილებელია წინაპირობების შექმნა, რათა სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთდეს" - ანატოლი ბიბილოვ

ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას „ხუთი ნაბიჯი რუსეთში“. აუცილებელია წინაპირობების შექმნა, რათა სამხრეთ ოსეთი რუსეთს შეუერთდეს. ეს ჩემი აკვიატებული აზრი არ არის. ეს ჩვენი ერის სურვილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან. ზოგიერთ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ დამოუკიდებლობაზე უფრო მნიშვნელოვანია ეთნოსის გაერთიანება, ხალხის, რომელსაც ერთიანი ტრადიციები, კულტურა და ენა გააჩნიათ“ - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან საკუთარი ნებით არ გამოსულა, ხოლო 1990-იან წლებში რესპუბლიკის მოსახლეობის 99,9%-მა საბჭოთა კავშირში დარჩენას რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა