თეგებით ძიება

“ბადრი ჯაფარიძე ვეღარასდროს აღიდგენს პარლამენტის წევრის სტატუსს” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი,ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურება.

“ბადრი ჯაფარიძის განაჩენი ხომ სისხლის სამართლებრივი აბსურდია – ხანდაზმულ ქმედებაზე იმსჯელა სასამართლომ, დანაშაულიც დაადგინა და სასჯელიც შეუფარდა, რომელიც ქმედების ხანდაზმულობის გამო, თავადვე გააუქმა (თავად დვე თქვა, ხანდაზმულიაო!). წარმოუდგენელი ამბავია.

მაგრამ ამაზე უფრო წარმოუდგენელია, ამგვარი განაჩენის საფუძველზე, დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსი მოეხსნას. ჯერ ერთი, განაჩენი არაა გამამტყუნებელი. და მთავარი, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ის არ არის კანონიერ ძალაში შესული. სანამ განაჩენი გასაჩივრებადია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანტიკონსტიტუციურია, იმ უბრალო მიზეზით, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შექცევა შეუძლებელია. ანუ, ჯაფარიძე რომ გამართლდეს ზედა ინსტანციებში (თუმცა, როდის გამტყუნდა, ეგეც კი უცნობია), ის ვეღარასდროს აღიდგენს პარლამენტის წევრის სტატუსს, რაც კონსტიტუციურსამართლებრივი ნონსენსია”, - წერს ნიკა გვარამია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა