თეგებით ძიება

სააკაშვილი კარგავს ოპოზიციის მართვის სადავეებს - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილიის თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლამდეც ჩანდა რომ ოპოზიციას ვეღარ აკონტროლებდა, რაზეც ნიკა მელიას ბოლოდროინდელი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს. ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კეზერაშვილმა ღიად მოსთხოვოს ოპოზიციას გაემიჯნონ სააკაშვილს.

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, უკვე ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ სააკაშვილი კარგავს ოპოზიციის მართვის სადავეებს, ციხიდან ეს უფრო და უფრო უჭირს, მით უმეტეს აშკარად ჩანს დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა, შესაბამისად კი გვერდზე გაწევა. სხვათა შორის, მელიას ბოლოდროინდელმა თითქოსდა გაურკვეველმა, მაგრამ მკაფიო განცხადებებმაც ეს დაადასტურა. იკვეთება, რომ კეზერაშვილსაც მოჰბეზრდა ტყუილად და ჰაერზე ფულის ხარჯვა, და შესაძლოა „ნაცებს“, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩს და სხვა პარტიებს, მოსთხოვოს ღიად გაემიჯნონ სააკაშვილს“, - წერს ნიკოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა