თეგებით ძიება

"ჩვენ ვართ ჭაობში" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანა ჭაობშია.

"ჩვენ ვართ ჭაობში.
19 აპრილის შეთანხმების შემდეგ დავჭაობდით.

ეს კანონზომიერია - როდესაც უშედეგო ბოიკოტს აცხადებ, ხალხის იმედგაცრუება, დეპრესია, აპათია - გარდაუვალია.

(რომ წაეკითხა მედიას, პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება, ან თავისით ეხელმძღვანელა, მიხვდებოდა რომ უშედეგო ბოიკოტის გამოცხადებას, სჯობს გაჩუმდე, მაგრამ ნაკითხი ელიტის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს - "კაი ახლა, ელენეს გრეჩიხიზაცია შეუძლებელია", ასე მიგდებდნენ სიტყვას ბანზე, განგაში რომ მქონდა. ბოიკოტი მძიმეა, ზუსტად თუ არ ვიცით, რომ ავწევთ, არ უნდა გამოვაცხადოთ მეთქი ვამტკიცებდი და ვინც არ მლანძღავდა, ასეთი მშობლიური და ავად სახსენებელი სილაღით მამშვიდებდა).
რაც მოხდა, მოხდა.

მიუხედავად იმისა, ვინ რა დავაშავეთ, პოლიტიკის თვისება ისაა, რომ ყველა ერთად ვსხედვართ ამ მყრალ ჭაობში.
ჭაობი სიცოცხლისთვის სახიფათო სივრცეა.

ჭაობიდან ამოსვლას აქვს თავისი წესები.

1) არ უნდა იფართხალო, თორემ მეტად ჩაიძირები;
ახლა - ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი ფართხალებს, რაღაც ალიანსებს ქმნის, რომელიც პირველივე მოსახვევში იშლება, 1-დღიანი ნიუსის შესაქმნელად და რელევანტურად დასარჩენად, აზრისგან დაცლილი ინიციატივებს აყენებს, ყოველი შემდეგი მოქმედება, წინას გამორიცხავს.

ამ ფართხალში აყოლა ჭაობში სიკვდილია.

2) მსუბუქად უნდა იარო, ზედმეტი ტვირთის გარეშე;
ალიანსი მსუბუქია მაშინ, როდესაც შიგ შემავალ სუბიექტებს ერთი ვექტორი აქვთ. თუ სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან - ეს უკვე ტვირთია, მიზნისკენ სვლა მძიმდება და ვიძირებით.
ანუ მხოლოდ შინაარსზე, პრინციპებზე, საერთო სტრატეგიულ და ტაქტიკურ ხედვაზე დაფუძნებულ ალიანსს აქვს აზრი.

ბალასტის აკიდება ჭაობიდან ამოსვლისას - სიკვდილია.

3) მყარზე ხელის მოჭირდება გვჭირდება.
ერთადერთი შანსი, მყარი ხელი გამოგვიწოდონ - მესიანიზმისგან სრულიად დაცლილი დემოკრატიული დღის წესრიგია.

დაგუგლეთ - კარგი ვიეტნამური წყაროები არსებობს ჭაობიდან ამოსვლაზე“, - წერს ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა