თეგებით ძიება

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება - კობახიძე მიზეზს განმარტავს

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ორგანიზაციის დაფუძნება პარტიის ქალი წევრების კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს.

"ჩვენმა პარტიამ, სხვადასხვა გარემოებების გამო, ადგილობრივ არჩევნებში 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალის წარდგენა შეძლო. საკრებულოს კანდიდატები არსებითად მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ დაგვეთანხმებით, ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში მოცემულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო მაღალ წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და მათ გაუხსნის გზას მეტი წარმატებისკენ, როგორც პარტიულ სტრუქტურებში, ისე საჯარო სამსახურში", - აცხადებს კობახიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა