თეგებით ძიება

"გაფრთხილებთ: თავი დაანებეთ განჯის კარს! განჯის კარი ისეთივე წყევლაა აზერბაიჯანისთვის, როგორც დავითგარეჯი" - ლელა კაკულია

ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ვცრელდება მისი წინასწარმეტყველება, რომელიც აზერბაიჯანის მიერ განჯის კარის დაბრუნების სურვილს ეხება:

"გასულ კვირაში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი აპირებს, უკან დაიბრუნოს თავისი ისტორიული არტეფაქტი — განჯის ჭიშკარი, რომელიც დემეტრე I-მა გამარჯვების ნიშნად წამოიღო საქართველოში მას შემდეგ, რაც 1138-1139 წლებში განჯა აიღო.
მეფემ ის გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი, სადაც შესაფერისი ქართული წარწერით დღემდეა დაცული.
როგორც აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ ქერიმოვმა განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს, ბაქოს ისტორიული ობიექტის დაბრუნება მოლაპარაკებების გზით სურს, „მაგრამ მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს — ექსპონატის დაბრუნებაზე საქართველოში ერთიანი აზრი არ არსებობს“.

მოგვიანებით ქერიმოვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აღნიშნეს რომ აზერბაიჯანისთვის განჯის ჭიშკრის გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ჩვენ კი აზერბაიჯანის ახალ პრეტენზიაზე ქალბატონ ლელა კაკულიას ვთხოვეთ კომენტარი, რომელიც 11 თებერვალს ჩავიწერეთ. თუმცა ქალბატონმა ლელამ, როგორც სჩვევია, ცოტა მეტიც გაგვიმხილა...

2022 წელი, 11 თებერვალი, ურეკი
აზერბაიჯანის მცდელობა, უკან დაიბრუნოს განჯის ჭიშკარი, ფუჭია. ის დარჩება იქ, სადაც არის, ანუ საქართველოს მიწაზე.
გაფრთხილებთ: თავი დაანებეთ განჯის კარს! მისი შეხება არ შეიძლება, თორემ უფალი სათითაოდ დაუვლის ყველა იმის ოჯახს, ვინც ამ არტეფაქტით ცუდადაა დაინტერესებული — აზერბაიჯანელებსაც და ჩვენებურებსაც.

მიწების გაყიდვა არ ეყოთ ზოგიერთებს, ახლა ისტორიულ ობიექტებს მიადგნენ. ვაი მათ პატრონს!
განჯის კარი ისეთივე წყევლაა აზერბაიჯანისთვის, როგორც დავითგარეჯი. და ეს ყველა ქვეყანას ეხება, ვინც მათთვის ხელის ხლებას მოინდომებს. აზერბაიჯანს კი განსაკუთრებით, ვინაიდან უდაბნოს ვხედავ, უდაბნოს!

კიდევ ერთხელ ვამბობ: განჯის კარის ხელის ხლება არ შეიძლება. ის საქართველოს ეკუთვნის. მისი ენერგია იცავს საქართველოს და არა აზერბაიჯანს და ვაი მას, ვინც მიეკარება. ამინ!

აი ქართულ სიწმინდეებს რაც შეეხება, ისინი კი მართლა უბრუნდებიან საქართველოს — ეს მე ჯერ კიდევ 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე და ასეც იქნება: „ყველა იმ ხატს, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და განისვენებენ საბერძნეთსა და ისრაელში, ეკლესიასაც კი (ჯვრის მონასტერი) ჩამოასვენებენ საქართველოში, ისინი უბრუნდებიან თავიანთ ადგილსამყოფელს. დღეს შეიძლება არ დაიჯეროთ ამ წინასწარმეტყველებებისა, მაგრამ იგი აღსრულდება ღვთის ნებით“.

ასე რომ, საქართველოდან ვინმემ რამე წაიღოს კი არა, თუ რამ გატანილია, უკან ბრუნდება. მაგალითად, აზერბაიჯანისა და სომხეთისგან, რომლებსაც მუდმივად რაღაც სურთ ჩვენი ქვეყნისგან. მაგრამ ვერაფერს ვერ მიიღებენ. უფრო მეტიც: რაც უკვე მიტაცებული აქვთ, იმასაც მისხალ-მისხალ დააბრუნებენ.

თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამხელა ენერგია იცავს საქართველოს, წარმოდგენაც არ გაქვთ!
მე დიდი ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე და მერეც ბევრჯერ გავიმეორე: საქართველო იბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთმა ან თავად ჩამოაჭრა, ან სხვებს ჩამოურიგა-მეთქი. ასეც მოხდება. აი ნახავთ!

საქართველო კავკასიის მარგალიტია — იყო, არის და იქნება. ანაკლიის პორტიც დასრულდება და ყველა სხვა წინასწარმეტყველებაც ზუსტად ასრულდება. რუსეთის ჩანაფიქრებიდან კი არაფერი გამოვა.

სხვათა შორის, თურქეთი და რუსეთის რომ „წააყრიან“ ერთმანეთს, აი მაშინ კიდევ ბევრი რამ ამოტივტივდება.
და კიდევ, ვხედავ, საქართველოში მინისტრების ცვლა იქნება ისევ. ეს უბრალოდ ადგილების გაცვლა-გამოცვლაა და მეტი არაფერი...", წინასწარმეტყველებს კაკულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა