თეგებით ძიება

"ექიმების დაუდევრობის და დაგვიანების გამო, სიმამრი, ფაქტობრივად, მომიკლეს" - გიორგი კალატოზიშვილი

პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების გახშირებასა და უხარისხო მკურნალობაზე სოცილურ ქსელში წერს:

"თვე არ გადის ისე, რომ რომელიმე ჩემ ახლობელზე, ან ნაცნობზე არ გავიგო, რომ სიმსივნე აქვს! და სახელმწიფო მიზერულ ყურადღებას და თანხებს უთმობს სიმსივნით დაავადებული ადამიანების გადარჩენას. ვისაც ფული აქვს, გარბის თურქეთში და ვისაც არ აქვს, ყიდის ყველაფერს და იმავე გზას ადგება... ოღონდაც იქ უთხრან, რომ ჯერ კიდევ არის გადარჩენის შანსი. აქაც ამას ეუბნებიან. არა, იმას კი არა, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი, არამედ იმას, რომ წავიდეს თურქეთში და იქნებ იქ მაინც დააიმედონ. უძლურების განცდა მაქვს დილიდან - საღამომდე. დამანგრეველია ეს განცდა, როდესაც შენ ახლობლებს ეხება, რომლებსაც ვერაფრით შველი. მერე უარესი გემართება, როდესაც ფლანგვის დეტექტორის ოფიციალურ სტატისტიკას კითხულობ, რომელშიც კარგად ჩანს, რას და როგორ ხარჯავს კორუფციაში ჩაძირული სახელმწიფო. დღეს საქართველოში არ არის პრიორიტეტული ადამიანების სიცოცხლე! არავინ ფიქრობს სიმსივნის ადრეული გამოვლენისთვის უფასო კვლევებზე და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. აღარაფერს ვამბობ მკურნალობაზე, რომლის შესაძლებლობაც და ხშირად კომპეტენცია არ ჰყოფნით საქართველოში. ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ - თამამად შემიძლია ვთქვა ის, რომ ექიმების დაუდევრობის და დაგვიანების გამო ფაქტობრივად მომიკლეს სიმამრი, რომელსაც ექიმის არასწორმა შეფასებამ წაართვა ყველაზე ძვირფასი მის ცხოვრებაში - დრო, რომელსაც ვერ აინაზღაურებდა. გეკითხებით, რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი, გაცილებით მეტი დახარჯოს ჩვენ პროფილაქტიკაზე, დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე? გეუბნებით - თვე არ გადის ისე, რომ რომელიმე ჩემ ახლობელზე, ან ნაცნობზე არ გავიგო, რომ სიმსივნე აქვს!", - წერს კალატოზიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა