თეგებით ძიება

"გამწარებული ვარ... ჩემი სიძე დაჭრა ვიღაც მანიაკმა და გაიქცა" - ლამარა აბჟანდაძე

ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში მისი სიძის დაჭრის შესახებ წერს.

"ისე გამწარებული ვარ, რომ აღარ ვიცი რა და როგორ დავწერო.. გუშინ, 12 თებერვალს, ოზურგეთის რ. სოფ დვზზბუში ჩემი სიძე დაჭრა ვიღაც მანიაკმა იგორმა. მან იყიდა ჩემი ქალიშვილის და სიძის სახლი დვაზბუში. ორი კვირის წინ და მოითხოვა სახლის დაუყონებლივ დაცლა. სახლი თითქმის დაცლილი იყო, წვრილმანების გადასატანად მანქანით მივიდა ჩემი სიძე ვიქტორ საბაშვილი.. ამ დროს მოვიდა დანით ეს მანიაკი იგორი და მუცლის არეში დაჭრა ჩემი სიძე ვიქტორი.. ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. თავდამსხმელმა დაჭრილი მიატოვა და მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ. . მოწმეა მთელი სოფელი. გაოგნებულ მეზობლებს ხელიდან დაუსხლტა ეს მანიაკი", - წერს ლამარა აბჟანდაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, შსს-მ ისრაელის მოქალაქე დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა