თეგებით ძიება

"მკვლელობის მცდელობას არავის შევარჩენთ" - რას წერს ოზურგეთში დაჭრილი კაცის მეუღლე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, 12 თებერვალს ისრაელის მოქალაქის მიერ დაჭრილი კაცის მეუღლე, ქეთევან ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არც გაბედოს ვინმემ ოჯახთან მოლაპარაკებისთვის მოახლოვება!!!!
ეს კაცი პასუხს აგებს კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით, განზრახ მკვლელობის მცდელობას არავის შევარჩენთ!!!! ამაზე ოჯახი ვიზრუნებთ, რომ მაქსიმუმი მიესაჯოს , ცოლსაც! დანაშაულის დაფარვისთვის და მიმალვის მცდელიბისთვის მოეთხოვება პასუხი!!!
იმედს ვიტოვებ ოზურგეთის პოლიცია და პროკურატურა იმოქმედებს შესამამისად!!!
გუშინ 4 საათნახევრიანი ოპერაციის შემდეგ ჩემი მეუღლე გადაარჩინეს.
ჰოსპიტალური ქსელი "მედალფა" მადლობა ოზურგეთის კლინიკა მედალფას ქირურგებს და მედპერსონალს.
ჩემო დვაბზუელებო, მადლობა ყველას ვინც გუშინ ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანეთ", - წერს ქეთევან ხიდაშელი.

პოლიციამ, 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ისრაელის მოქალაქე დააკავა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა