თეგებით ძიება

"ჩემი გულის ნაწილი წაიღო... მითხრა - ქეითის დატოვება არ მინდა და მაგიტომ ვიბრძვი სიცოცხლისთვისო" - ირინა სარიშვილი კარინა გრიგორიანზე

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი კარინა გრიგორიანს იხსენებს, ქალს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო ლეიკემიით დაავადებული შვილის გადასარჩენად, თავად კი მელანომამ იმსხვერპლა.

"ხვაზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ.
ადრე დაპირისპირებულები პატარა ქეითის განსაცდელმა დაგვამეგობრა.
მართლა დაგვამეგობრა და არა ისე, ფეისბუკურად.
ერთი წელი თითქმის ყოველდღე და ყოველ საღამოს ერთად ვიყავით აქ ინბოქსში და თუკი რამეზე შეიძლება ლაპარაკი, ყველაფერზე ვლაპარაკობდით, ვჭორაობდით, ვიცინოდით.
არც თვითონ იმჩნევდა და არც მე არაფერს.
ერთი რაც მითხრა - ქეითის დატოვება არ მინდა და მაგიტომ ვიბრძვი სიცოცხლისთვისო.
ბოლო საუბარიც ტრადიციულად სიცილით დავასრულეთ.
მერე მიწერილზე აღარ მიპასუხა და მივხვდი რომ უკვე ძალიან ცუდადაა.
რომ წავიდა, ინბოქსი გავხსენი არ ვიცი რატომ და ელდა მეცა - გული დაუსვია ჩემ მინაწერზე რამდენიმე დღის წინ, მეტი ვერ შეძლო.
ასე დამიტოვა გული კარინამ და ჩემი გულის ნაწილი წაიღო.
უზომოდ მიყვარდა და მისგანაც იგივეს ვგრძნობდი.
მიუხედავად ყველაფრისა მაინც მქონდა იმედი რომ გადავრჩებოდით.
ალბათ იმიტომ რომ ასეთი მასშტაბის უსამართლობის წარმოდგენა არ შემეძლო.
ქეითი იყო შენი დარდი, კარინა და არ გაიყოლო დარდი თან. შენ ისეთი სიყვარული დატოვე და ისეთი კარგი მამიკო ჰყავს ქეითს, ყველაფერი კარგად ექნება - ყველა მის გვერდით ვართ.
ვერ ვწერ რასაც ვგრძნობ, უბრალოდ, გული რომ არ გამხეთქვოდა, ეს მაინც დავწერე", - წერს სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა