თეგებით ძიება

"ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო და გადავიყვანო ადამიანები" - ცოტნე კობერიძე

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ უფასოდ ტაქსაობს.

"საკრებულოში დამენიშნა მანქანა, ყოველ თვიურად სამასი ლიტრა ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო და გადავიყვანო ადამიანები. ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული. ხვალიდან ქალაქში თუ დაინახავთ თეთრ გირჩის სტიკერიან მანქანას, ხელი დაუქნიეთ. ყოველი გასვლის წინ დავსთორავ და შეგიძლიათ მომწეროთ მისამართი სად ხართ.
ჩემი სარგებელი ისაა, რომ ბევრ ადამიანს ვნახავ, მოვუსმენ, პირდაპირი კომუნიკაცია მექნება თბილისელებთან, გავესაუბრები გირჩზე.
მგზავრი საჩუქრად მიიღებს გირჩის ლოლიპოპს.
ერთადერთი შეზღუდვა: მანქანაში მხოლოდ pink floyd-ი იქნება ჩართული.
როცა ამოიწურება ბენზინი გავჩერდები და შემდეგ თვეს დაველოდები. არც ერთ მეტრს არ გავივლი ჩემი საქმეებისთვის", - წერს ცოტნე კობერიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა