თეგებით ძიება

"რატომ თქვა ღარიბაშვილმა ანტივაქსერული სისულელე?" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება:

"რატომ თქვა ღარიბაშვილმა ანტივაქსერული სისულელე?
ანტივაქსერული, შავრაზმული, პრორუსული ძალებისთვის “კოჭის გაგორებით” ამის ახსნა ძალიან ზედაპირული იქნებოდა.
ღარიბაშვილს და მთავრობას აწუხებს ოფიციალური კოვიდ-სტატისტიკა, რომელსაც ვერაფერს უხერხებს მანამ, სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს. ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს (ჯანდაცვის მინისტრის ხელით) და მერე გამოაქვეყნოს ის “სტატისტიკა”, რაც მოესურვება.
თქვენ შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მაგრამ არ უნდა აყვეთ ღარიბაშვილს, რომ ამას მიაღწიოს. ბატონ ამირანსაც, იმედი მაქვს, ნერვები ეყოფა", - წერს ჭიაბერაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა