თეგებით ძიება

"კაცი, მაგარი კაცი აღარააო, ამბავი მოვიდა..." - სოლომონ ნერგაძე

იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე თიანეთის ყოფილი მერის და ყოფილი პარლამენტარის, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"კაცი, მაგარი კაცი აღარააო, ამბავი მოვიდა.
კაცი, რომელსაც პოლიტიკოსობამაც კი ვერ შეაცვლევინა ვაჟკაცური ცხოვრების ნირი...
არ გიცნობდი, თამაზ. პირადად არ გიცნობდი - რაც ჩანდი, კაცობის და ვაჟკაცობის საზომი იყავი ყველგან და ყოველთვის.
ვიზიარებ მეჭიაურების ტკივილს.
ღმერთმა გაანათლოს თამაზის ვაჟკაცური სული!", - წერს ნერგაძე.

თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა