თეგებით ძიება

"გაპრავება", რომ ცხოველები ადამიანის მსახურებისთვის არსებობენ, არის ყოვლად ამორალური და სამარცხვინო!... ჩვეულებრივი" - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი, მამუკა გამყრელიძე შინაური ცხოველებისადმი ადამიანების დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"შინაურ ცხოველებთან მრავალწლიანმა ურთიერთობამ გამიმყარა მოსაზრება, რომ ის მოუხეშავი "გაპრავება", რომელიც ქრისტიანობამ და საზოგადოდ აბრაამისტულმა რელიგიებმა მოიფიქრეს, რომ ცხოველები ადამიანის მსახურებისთვის არსებობენ არის ყოვლად ამორალური და სამარცხვინო !

ცხოველებს სული არ აქვთ, მხოლოდ სამშვინველი აქვთ (ნეტა თუ იციან ეგ რას ნიშნავს) და ამიტომ რაც გინდა ის უყავი. მოკალი, დაკალი, საპალნე ათრევიე, სახრე გადაუჭირე, გალიაში გამოამწყვდიე, გაატყავე.

ყველაზე საბრალო "გაპრავება" არის ხელოვნება. ადამიანი თურმე ქმნის სილამაზეს, მშვენიერებას, მარადიულ შედევრებს. და ბუნება, რომ ადამიანის გარეშე იგივეს ქმნიდა და ქმნის ? ან, რომელი შედევრი შექმნა ადამიანმა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ან წინაპირობა ბუნებაში ? ყველაფერი რასაც ადამიანი ქმნის, ბუნებით არის ნაკარნახები.

უბრალოდ ვაღიაროთ, რომ ვართ ჩვეულებრივი პარაზიტები დედამიწის სხეულზე, რომლებსაც ცხოველმოქმედებისთვის სჭირდებათ სხვა არსებების შეჭმა. ხანდახან თანამოძმისაც.

აბსტრაქტული აზროვნება არ არის ინდულგენცია. გრძნობები ცხოველებსაც აქვთ. ჩვენ კი პარაზიტები ვართ.
ჰაა... გაგიფუჭეთ ხასიათი ? ვეგეტარიანელობაზე ხომ არ დაფიქრდით ?", - წერს გამყრელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა