თეგებით ძიება

"ბოლო რამდენიმე წელია უამრავ ადამინთან დავმეგობრდი ამ დიაგნოზის გამო. ჩვენ ერთამნეთს “მშობლებს” ვეძახით" - რას წერს ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანი, ნანიკო ხაზარაძე დაავადება დემენციაზე საჯარო საუბრების ინიციატივით გამოდის.

"იყო დრო არაფერი ვიცოდით დაუნის სინდრომზე, არც აუტისტური სპექტრის შესახებ არაფერი გაგვეგო….
მე მხოლოდ 13 წლის ასაკში ვნახე ეტლით მოსარგებლე ადამიანი გერმანიაში, რამაც ჯერ დამანგრია და მერე დამაფიქრა…..
დიდი მადლობა ყველა იმ მშობელს, რომლებიც გაერთიანდნენ, გაძლიერდნენ არა მხოლოდ თავისი შვილებისთვის, არამედ ყველასთვის!
ჩვენც ასე ნელ-ნელა ვიზრდებით და ვსწავლობთ თანაცხოვრებას.

ახლა კი ძალიან მინდა დემენციაზე დავიწყოთ საუბარი. აქ არა მშობლები, არამედ შვილები უნდა გავერთიანდეთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს და ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე.

ბოლო რამდენიმე წელია უამრავ ადამინთან დავმეგობრდი ამ დიაგნოზის გამო. ჩვენ ერთამნეთს “მშობლებს” ვეძახით. ვუზიარებთ გამოცდილებას, ვამშვიდებთ, ვასწავლით და ვეხმარებით იმ მცირე გამოცდილებით, რომელიც ჩვენ, ჩვენით მოვიპოვეთ.

2014 წელს, მთელ მსოფლიოში, დემენციის სხვადასხვა ფორმა 65 წელს ზემოთ მოსახლეობის 8 პროცენტს ქონდა, მაშინ ამ სინდრომით საქართველოში 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო. ახლა რა მდგომარეობაა არ ვიცი, თუმცა დღეში საშუალოდ ორ ან სამ ადამინს ვესაუბრები და ვეხმარები ინფორმაციით", - წერს ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა