თეგებით ძიება

"მე, საქართველოს ერთ რიგით წევრს, მსურს, უკრაინის მხარდაჭერა გამოვხატო... დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევის მიზანმიმართული დიპლომატია საქართველოსთვის სამაგალითო უნდა იყოს ქვეყნის დეოკუპაციაში.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოსკოვს ძვირი დაუჯდება პოლიტიკურადაც, ფინანსურადაც, ზნეობრივადაც, ტერიტორიულადაც.
მე, საქართველოს ერთ როგით წევრს, მსურს, უკრაინის მხარდაჭერა გამოვხატო და იმედიანად ვიყო, რომ რუსეთი ვერც 16 თებერვალს, ვერც 21 თებერვალს და ვერც ვერასოდეს გაბედავს მეზობელ ქვეყანაში შეჭრას.

ისე როგორც არასდროს, კიევს აქვს საოცარი პოლიტიკური მხარდაჭერა დასავლეთისგან, რამაც პუტინწამგლეჯის პოლიტიკას დაპყრობაზე უარი უნდა ათქმევინოს.

უფრო მეტიც, კიევის მიზანმიმართული დიპლომატია ჩვენთვისაც სამაგალითო უნდა იყოს ქვეყნის დეოკუპაციაში.
რუსეთმა ჩვენი ქვეყანა უნდა დატოვოს.

ვიდრე ოკუპანტი ჩვენს ქვეყანაშია, აფხაზებს, ოსებს და ჩვენ მშვიდი ურთიერთობის მომავალი არ გვექნება.
დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!", - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა