თეგებით ძიება

"გახარიასთან ალიანსი, არის სირცხვილი, ივანიშვილის (რუსული თამაშის) "ეშმაკური" გათვლა" - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან ალიანსს სამარცხვინოს უწოდებს.

"გახარიასთან ალიანსი, არის სირცხვილი, ამორალური, ღირებულებების უგულვებელყოფა, ორმაგი სტანდარტი, ივანიშვილის ( რუსული თამაშის) "ეშმაკური" გათვლა, ღირბულებებს მოკლებულ პოლიტიკას კი 40 წელია ერთ წრეზე დავყავართ და განადგურებული ქვეყანადა კიდევ უმთავრესი: ეს "ალიანსი "ოცნების ხელისუფლების - ყველა დანაშაულების გაპრავებაა" ანუ თვალების დათხრის და კორუფციის, ჰოდა აი ეს აჩენს ნიჰილიზმს სწორედ...... ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს " აზელვაა ".....

ეს ჩემი აზრია ( და უამრავი პატრიოტი მოაზროვნე ადამიანის) და ვერანაირად ვერცერთი პოლიტიკოსის აზრის მოშველიებით ვერ შეიცვლება. ეს ოლიგარქის სქემაა და ამას ნახავთ სულ მალე!!! ( ობიექტურობა მოითხოვს ვიკითხო, პარტია "ალტიმფოსთან "ალიანსი ხომ არ იგეგმება?!)", - წერს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა აირჩიეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა