თეგებით ძიება

"მინდა, მივმართო დედებს, რომელთა შვილები თურქეთში გაუჩინარდნენ..." - მოწმე ჰარამხანებში ქართველი გოგოების იძულებით გამოკეტვაზე წერს

ფეისბუქჯგუფში "ვეძებ" სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლელა ღირსიაშვილი თურქეთში, ქართველი ქალების ტრეფიკინგის შემთხვევებზე ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ თვითონ პირადად არის მოწმე, გოგოების ჰარამხანებში გამოკეტვის.

"თამუნა, მინდა დამიდასტუროთ პოსტი. პირდაპირ კავშირში არ არის ჯგუფის სახელთან, არანაკლებ საინტერესო და სავალალო მდგომარეობა გვაქვს ახალგაზრდა, ულამაზესი გოგოების, თურქეთში ჰარამხანებში გამოკეტვის. მე ვარ პირადად მოწმე რამდენიმე შემთხვევის. არ არის ჭორი და მოგონილი. იქნებ ეძებს ვინმე თურქეთში წასულს და დაკარგულს. ყველა ოლოგარქს აქვს საკუთარი ჰარამხანა,არ მოგესმათ დიახ ჰარამხანა, ყველა ეროვნების გოგოები ყავთ ზოგი ნებით, ზოგი იძულებით... მინდა თქვენი ჯგუფით ვისარგებლო და მივმართო დედებს, რომლების შვილებიც თურქეთში გაუჩინარდნენ. დავამეტებ, რომ უამრავი გოგო მისი ნებით არის იქ, ფულისთვის, ფუფუნებისთვის. ზოგადად, მაქსიმუმ 30 წლამდე გააჩერონ ჰარამხანაში, მერე არაფრის მაქნისია და დიდი იმედი მაქვს ცოცხალს უშვებენ...", - წერს ლელა ღირსიაშვილი.

"მინდა, მივმართო დედებს, რომელთა შვილები თურქეთში გაუჩინარდნენ..." - მოწმე ჰარამხანებში ქართველი გოგოების იძულებით გამოკეტვაზე წერს



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა