თეგებით ძიება

"გუშინ რომ პაციენტი გადმოხტა ფანჯრიდან, ვინ იყო? რატომ მიჩქმალეთ ყველამ?!" - ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მომხდარ სუიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მილში რომ ბავშვი ჩააგდო არაქალმა, ყველა არხი და გამოცემა მთელი დღეა ატრიალებს ყველა მხრიდან !!
გუშინ რომ პაციენტი გადმოხტა ფანჯრიდან, ვინ იყო? რატომ მიჩქმალეთ ყველამ?! რატომ არ გვაჩვენებთ ან პატრონს, ან მკურნალ ექიმს, ან რა მოხდა არავის არ გაინტერესებთ?! თუ სიუჟეტებიც შერჩევითია?!", - წერს სიჭინავა.

14 თებერვალს, თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან 59 წლის კოვიდპაციენტი გადახტა. ის ადგილზე დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა