თეგებით ძიება

"კოვიდის მერე დამრჩა ჯოჯოხეთური ტკივილი" - ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კოვიდის მერე (კვირაზე მეტია, იზოლაციის ვადა გავიდა) დამრჩა თავის ტკივილი.
აი, ხომ მარტივია სათქმელად და, რაღაცნაირად, უწყინრად ჟღერს, "თავი მტკივა" მაგრამ ჯოჯოხეთური ტკივილია, რომელიც ზოგჯერ მაღვიძებს კიდეც.
არასდროს მტკიებია ადრე თავი, ათასში ერთხელ, ერთი აბი ციტრამონი და ფა-ფუ.
ახლა არც წნევის პარამეტრები შეცვლილა წინანდელთან შედარებით, არც დატვირთვა მაქვს მეტი, მაგრამ ეს საშინელი ტკივილი დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძალიან აუტანელია.
ასე ხართ ვინმე?
გაივლის?
გამაყუჩებლებს ჯერ არ ვსვამ, მაგრამ თუ მეტყვით, რომ შველის, ბღუჯას დავლევ ერთ ჯერზე", - წერს ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა