თეგებით ძიება

"სიკვდილის ზონა"- აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა და რამდენიმე გარდაიცვალა. მათ შორის იყო 8 წლის გიორგი..." - რას წერს თბილისის საკრებულოს წევრი

თბილისის საკრებულოს წევრი, გიორგი შარაშენიძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიასა და შსს-ს მიმართავს და ოქროყანაშუი არსებულ მძიმე ვითარებაზე წერს:

"ძალიან მიმძიმს ამ ფოტოს გამოქვეყნება და ამ გულისშემძვრელ ფაქტზე წერა, მაგრამ პრობლემა იმდენად მტკივნეულია, რომ სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას და მე, როგორც თბილისის საკრებულოს წევრს, უფლება არ მაქვს თუნდაც ერთი საათით დავაგვიანო რეაგირება ასეთ მძიმე ვითარებაზე, რასაც ადგილი აქვს ოქროყანაში!

ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს "სიკვდილის ზონას" უწოდებს, რადგან აქ უამრავი ადამიანი დასახიჩრდა წლების განმავლობაში და რამდენიმე გარდაიცვალა. მათ შორის იყო 8 წლის გიორგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ემსხვერპლა ავტოავარიას...

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დასახმარებლად არაერთხელ მიუმართავს თბილისის მერიისთვის, პასუხი დღემდე არ აქვთ და პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. არადა სიჩქარის შემზღუდავ ბარიერს ან საგზაო ნიშანსაც კი შეეძლო გადაერჩინა ადამიანის სიცოცხლე.

ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" სახელით მოვუწოდებ თბილისის მერიას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეისწავლონ ვითარება ადგილზე და უმოკლედ ვადაში მოახდინონ რეაგირება.
ლოკაცია: ოქროყანა "გ" და :"ბ " ზონის შესასვლელი", - წერს შარაშენიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა