თეგებით ძიება

"ერთი სული მაქვს აქედან როდის გავაღწევ, ეს რა კოშმარი ყოფილა!" - არაბი სტუდენტი საქართველოზე

პოლიტიკოსი, ამირან ძოწენიძე კომუნიზმით გატაცებულ არაბ სტუდენტზე წერს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა:

"ბაგების სტუდქალაქში, დაბალსართულიან კორპუსებში ძირითადად უცხოელები ცხოვრობდნენ. რამდენიმე "ადგილობრივი პაპუასი" ხშირად ვისხედით 61 ნომერი ავტობუსის ბოლო გაჩერების წინა კორპუსის ფოიეში, ეს ერთადერთი ადგილი იყო სტუდქალაქში სადაც ფერადი ტელევიზორი იდგა.

რამდენიმე არაბზე ამბობდნენ მდიდარი ოჯახებიდან არიანო. ვერ ვიჯერებდი, თუმცა ერთხელაც ერთერთს ვესაუბრე და აი რა მომიყვა.
– მართალია, მდიდარი ოჯახიდან ვარ.

– თუ მდიდრები ხართ, საბჭოთა კავშირში რა დაგკარგვიათ?
– ჩვენთან ასეთი ტრადიციაა, კომუნიზმით გატაცებულ ახალგაზრდებს, მის უკეთ გასაცნობად, მშობლები საბჭოთა კავშირში აგზავნიან.
– მერე, მოგეწონათ?

– მამაჩემი ჭკვიანი კაცია, რომ უთხრეს შენი შვილი მარქსიზმითაა გატაცებულიო, არ გამიბრაზდა. პირიქით გამიღიმა. ცოტა ხანში თვითონ დარწმუნდები, რომ ცდებიო და ჩემს საოცნებო ქვეყანაში გამომიშვა.
– მოგეწონა, კითხვა გაუმეორე.

– რა მომეწონა, ერთი სული მაქვს აქედან როდის გავაღწევ, ეს რა კოშმარი ყოფილა!
რატომ გავიხსენე ჩემი სტუდენტობის დროინდელი ისტორია. იდეა მაქვს, შევქმნათ ფონდი და ყველა რუსეთუმეს დავუფინანსოთ რუსეთში გამგზავრება, მხოლოდ ერთი მიმართულებით. ანადირი, ბირობიჯანი, მურმანსკი, ვორკუტა, ვორონეჟი, ტიუმენი, კრასნოიარსკი, ხაბაროვსკი, ან სხვაგან.
წავიდნენ იცხოვრონ იქ.

რატომ ერთი მიმართულებით? იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, უკან გამოსამგზავრებელ ბილეთის ფულს მალევე იშოვნიან! ",- წერს ძოწენიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა