თეგებით ძიება

"დედამ ჯერ არ იცის... როგორ გინდა უთხრა... უმცროსი ბიჭი ახლახანს მიაბარეს მიწას..." - ბონდო ქურდაძე

ჟურნალისტი, ბონდო ქურდაძე კორონავირუსით გარდაცვლილ პოლიტიკოსზე, თამაზ მეჭიაურზე სოციალურ ქსელში წერს:

"ამ წუთებში, ქაშუეთიდან თიანეთში გადაასვენებენ ჩვენს ძმას, ცრემლით მაგებინებს გელა ჩივაძე...
ყელში ბურთი მეჩხირება...
-დედამ იცის...
- ჯერ, არა...
როგორ გინდა უთხრა... უმცროსი ბიჭი, თამაზის ძმა, გიორგი, ახლახანს მიაბარეს მიწას...", - წერს ბონდო ქურდაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა