თეგებით ძიება

"ის რომ დედა ჩვილის მკვლელი გახდა, ქალის მეორე ხარისხოვან როლს უკავშირდება ამ ქვეყანაში" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფოთში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, დედამ ჩვილი გაგუდა შემდეგ კი საკანალიზაციო მილში ჩააგდო.

"ის რომ დედა ჩვილის მკვლელი გახდა, ქალის მეორე ხარისხოვან როლს უკავშირდება ამ ქვეყანაში.
ეს სამარცხვინო ღირსების მკვლელობაა!
ამ ქალმა საკუთარი შვილის სასტიკი მკვლელობით გაუკუღმართებული ღირსება დაიცვა, რომელსაც საზოგადოება ახვევს თავს ქალებსაც და კაცებსაც
ჩვენს საზოგადოებაში ქალი მისი ოჯახის ღირსების განმსაზღვრელი ნივთია.
ამიტომ მაქვს ჯიხადი გამოცხადებული მათ მიმართ, ვინც გაჩუმებას მთხოვდა იმიტომ რომ ვიღაცის ცოლი ვარ, იმიტომ
რომ ქალი ვარ და კაცებს უნდა ვაცადო.
ჩემ გამო არ ვერჩი - მე ვერ მომერევიან, მათზე ჭკვიანი ვარ, მათზე ძლიერი და ძლიერი ზურგი მაქვს - ჩემი ოჯახი.
მაგრამ მათი დამოკიდებულება უამრავი მკვლელობის და უამრავი ადამიანის ცხოვრების დასახიჩრების საფუძველი ხდება.
ამიტომ მინდა მორალურად გავანადგურო ყველა, ვინც ქალის როლს მეორეხარისხოვნად აღიქვამს და ცოლის ლეგიტიმურ აქტიურობას, ქმრის კომპრომატად აღიქვამს.
“ღირსების მკვლელობის ერთერთი განმაპირობებელი სტატუსის დაკარგვის შიშია.
იქ, სადაც ღირსების მკვლელობები ნორმაა, ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას საზოგადოების წევრები ნაკლებ პატივს სცემენ და პათოლოგიურად ეშინიათ იმ სახის დაკარგვის, რა სახის ქონასაც მათ საზოგადოება აიძულებს.
სახის დაკარგვისა და სოციალური ჯგუფიდან გარიყვის შიში მათ ძალიან მკაცრად გაწერილი სოციალური რეგლამენტის დაცვას აიძულებს.
ასეთ საზოგადოებებში სოციალური იდენტობის მოპოვება/შენარჩუნების და სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნების მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ მავანი სხვა სიცოცხლის განადგურების,- ან სამუდამო დასახიჩრებისთვისაც კი მზადაა”, - წერს ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა