თეგებით ძიება

"გახრწნა თაობები.... ხომ გააგებინეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თაღლითების ქვეყანაა?! " - ნუგზარ სულაშვილი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სოციალურ ქსელში წერს:

"სულ არ ჰკიდიათ სამშობლოს ბედ-იღბალი...
ათიათასობით ახალგაზრდა იჯდა ქოლცენტრებში და მსოფლიო თაღლითის ხელშეწყობით ძარცავდა ევროპის პენსიონერებს.
გახრწნა თაობები ამ პირწავარდნილმა აფერისტმა და ასწავლა სხვისი ჯიბიდან გამდიდრების მაქინაცია.

სად არის ახალგაზრდობა-ო, ვკითხულობდით შეშფოთებულები (???) ამ დროს ჩვენი "ნიჭიერი" ახალგაზრდობა ევროპას ძარცავდა და უმარავ ადამიანს უმწარებდა სიცოცხლეს...

რითი ხართ უფრო აღმატებულნი იმ მომპარავებისგან განსხვავებით, რომლებიც მაღაზიებიდან წიდებს თუ სნიკერსებს იპარავენ? მათ მიერ მიყნებული ზარალი თუ მილიონის ფარგლებშია, თქვენს მიერ მიყენებული ზარალი მილიარდებს ასცდა...
ხომ გააგებინეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თაღლითების ქვეყანაა?!

არ აქვს მნიშვნელობა ამ ბინძურ საქმეში ვინ რა დატვირთვით იღებდა მონაწილეობას. ვინ ქოცი იყო და ვინ ნაცი.
დამნაშევათა მონაცემები, ევროპის ტრანსნაციონალური კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტს უკვე გააჩნია და მიმდინარეობს გამოძიება", - წერს სულაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა