თეგებით ძიება

"დავესიეთ, გავხადეთ სველი ტანსაცმელი... ვეკითხები - ბებო ხომ არაფერი გინდა-მეთქი?" - ხათუნა ჟოლიძე სახალისო ისტორიას აქვეყნებს

მხატვარი, ხათუნა ჟოლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სახალისო ისტორიას, რომელიც პატარა მსახიობს ეხება:

"გუშინ ძალიან რთულ სცენებს ვიღებდით,სიცივე,წვიმა..
ტრაგიკული სცენა....
ერთ-ერთ ეპიზოდში პატარა, უსაყვარლესი ბიჭი გვყავდა 5 წლის მათე,რომელიც გამოვაწყვეთ როლისათვის და მთელი დღე მოთმინებით ელოდა თავის გადაღებას.(პრეტენზია არ გამოუხატავს)
როგორც იქნა დაუძახეს გადასაღებ მოედანზე,წვიმაში და ტალახში რამოდენიმე დუბლის გადაღების შემდეგ,გაყინული და სველი შემომიყვანეს ჩვენს ოთახში.
დავესიეთ,გავხადეთ სველი ტანსაცმელი,ფეხები გავუშრეთ,
ხელებით ფეხებს ვუზელ და თან ვეკითხები : -ბებო ხომ არაფერი გინდა მეთქი?
აქამდე იჯდა ასე გაყურსული და ხმას არ იღებდა.
უცებ რაღაც წაილუღლუღა.....მინდაო...
პირველი სიტყვა კარგად ვერ გავიგე და თავიდან ვკითხე:- რა გინდა ბებო?
და ჩუმად გამიმეორა, ჩემი ხელფასი მინდაო....", - წერს ხათუნა ჟოლიძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა