თეგებით ძიება

"ერთი ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს და არ მინდა არაფერი" - თეა გვასალია ავთანდილ ცქვიტინიძეზე

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში გადაცემა " ამბობენსა" და მასში დიზაინერ ავთო ცქვიტინიძის შესახებ გასულ სიუჟეტზე წერს:

"გაივლის კიდევ 50-60 წელი და არავის ეხსომება ჩემი ესპანური ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, ესპანურ-ქართული ილუსტრირებული ლექსიკონი და მარკესის თხუთმეტი რომანის თარგმანი, სამაგიეროდ მსოფლიოს ასოცდარვა ენაზე ითარგმნება (ინგლისურად უკვე თარგმნეს) 2002 წელს, „ამბობენში“ გაკეთებული სიუჟეტი ავთანდილ ცქვიტინიძის ქორწილის შესახებ და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, ილონ მასკი გაუშვებს კოსმოსში თავის მორიგ ტესლასთან ერთად და მარსის კოლონიის მოქალაქეობას არ მისცემს დედამიწელებს, ვინც ჩემი ინტონაციით არ ჩააბარებს საზეპიროებს ამ ვიდეოდან. ხალხოოო, არ დაიღალეთ??? არ მოგბეზრდათ ამ საცოდავი ვიდეოს წინ და უკან ტრიალი??? პირველად რომ ვნახე, გამეცინა, ინგლისურად რომ თარგმნეთ, ვიხალისე, მაგრამ კარგით რა!!! ნუთუ ამ 20 წლის მანძილზე მრავალრიცხოვან ქართულ არხებზე უფრო საინტერესო არაფერი გაკეთებულა, ეს ბედკრული ვიდეო რომ არ დამხვდეს ყველგან??? ერთი ეს კაცი ცოლს არ გაშორდებოდეს და არ მინდა არაფერი. ავთანდილ, ძვირფასო, რომ მცოდნოდა შენს ქორწილს 20 წლის შემდეგ ასეთი აჟიოტაჟი მოყვებოდა, როგორ გამოვუშვებდი ბურდღუს მაგ ყველაფრის გადასაღებად", - წერს გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა