თეგებით ძიება

"აქ დიდხანს უნდა აკაკუნო, რომ კარი გაგიღონ. მითუმეტეს, როდესაც ისეთი ქვეყნიდან მოდიხარ, რომლის რუკაზე შემჩნევაც უჭირთ" - დემნა გვასალია პარიზისადმი სიძულვილს ხსნის

ქართველი დიზაინერი, "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია პარიზისადმი მის დამოკიდებულებაზე წერს და სიყვარულის ქალაქისადმი მისი სიძულვილის მიზეზს განმარტავს:

"პარიზის ხელახლა შეყვარება მას მერე შევძელი, რაც შვეიცარიაში გადავედი. მანამდე მძულდა! ახლა თვეში მხოლოდ ერთი კვირით ჩავდივარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც ემილი პარიზში, [იცინის] ძალიან მომწონს და მიყვარს.

პარიზი ქსენოფობიური და საშინლად ელიტურია. არც კრისტობალ ბალენსიაგა მოსწონდათ, რადგან ესპანელი იყო. აქ დიდხანს უნდა აკაკუნო, რომ კარი გაგიღონ. მითუმეტეს, როდესაც ისეთი ქვეყნიდან მოდიხარ, რომლის რუკაზე შემჩნევაც უჭირთ. ეს ყოველდღიური ბრძოლაა.

პარიზიდან შვეიცარიაში გადასვლის მთავარი მიზეზი გადასახადები არ ყოფილა, მაგრამ არ მოვიტყუები, ერთ-ერთი - იყო. არ ვიცი, რატომ უნდა ვუხადო ჩემი შემოსავლის 70% საფრანგეთის მთავრობას?"

მე პარიზი დავტოვე დ არა პარიზული მოდა. ჩემთვის მოდა არის საფრანგეთში. სხვა ყველა პარიზს მიჰყვება", - აცხადებს დემნა გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა